განსხვავება ჩვეულებრივ და ტაქტიკურ შარვალს შორის

Published by on მარტი 25, 2021
Categories: Blog

ტაქტიკური შარვალი – ეს არის განსაკუთრებული ტიპის ტანსაცმელი,რომელიც გამძლე ქსოვილისგან იკერება და ახასიათებს მაღალი ფუნქციურობა.

 დღეს ტაქტიკურ ტანსაცმელს იყენებენ არა მხოლოდ სამხედრო ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები,არამედ რიგით მოქალაქეებიც.

კომუფლირებული სამხედრო ტანსაცმლისგან განსხვავებით ,ტაქტიკური შარვლები როგორც წესი ერთ ფერშია და არც ისე იშვიათად გამოიყენება,როგორც ექსტრემალურ ასევე ქალაქის პირობებში.

აღნიშნული შარვლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ სახმედროებსა და პოლიცილებეში,მაგრამ თავდაპირველად ის შეიქმნა მთაში მოსიარულე ტურისტებისთვის,დროთა განმავლობაში შარვალი ძალიან მოეწონათ,მშენებლებს,მეტყევეებს და სხვა ტიპის პროფესიების წარმომადგენლებს,რომლებსაც ხშირად უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება შენობის გარეთ.მოგვიანებით კი შეიქმნა ტაქტიკური შარვლების ვარიანტი ქალებისთვისაც

რა განსხვავებაა უბრალო და ტაქტიკურ შარვლებს შორის?

არის რამოდენიმე ფაქტორი,რომლის გარეშეც ტაქტიკური ,ჩვეულებრივი შარვალი იქნებოდა.

პირველ რიგში ეს არის ქსოვილი,რომლისგანაც ის არის შეკერილი.ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი ნივთიერება,რომელიც გაუძლებს არა მხოლოდ მრავალჯერად გარეცხვა-გაშრობის ციკლს,არამედ რთულ და ექსტრემალურ პირობებში გამოყენებასაც.როგორც წესი მასალად  გამოიყენება მყარი ბამბა.

ხშირად შარვალი არის წყალგაუმტარი,ამავე დროს უმეტეს მოდელებში გამოიყენება „რიპსტოპის“ ქსოვილი,ეს არის ქსოვილი ,რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიების წყალობით არის ძალიან მყარი და უძლებს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას,ძნელად იხევა და ზიანდება და ამავე დროს არის საკმაოდ მსუბუქი წონის.

გარდა ამისა ბევრ მოდელებში შარვლის ის ადგილი,რომელიც ყველაზე ხშირად ცვეთადია საველე პირობებში,დაცულია ორმაგი ქსოვილით.

ტაქტიკური შარვლის ერთ-ერთი მახასიათებელია განიერი საქამრე რგოლები,რომელიც მყარად არის დამაგრებული,რათა შესაძლებელი იყოს ფართო მყარი ქამრის გაკეთება და ამ ქამარზე სხვა და სხვა იარაღის თუ ხელსაწყოს  თავისუფლად ჩამოკიდება.გარდა ამისა ,ტაქტიკურ შარვლებს ახასიათებს ბევრი ჯიბე,როგორც წესი მინიმუმ 7 ცალი,თუმცა შარვალს შეიძლება ჰქონდეს ბევრად მეტი რაოდენობაც,დამოკიდებულია მოდელზე,ჯიბეები რა თქმა უნდა კომფორტულია,აუცილებელი ნივთის,ან ხელსაწყოების ჩასადებად.